წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს სავალდებულო ძალის მქონე წესებსა და პირობებს, რომლებიც საქართველოში მოქმედ ნორმატიულ აქტებთან ერთად არეგულირებს შპს „რიკო ფეისა“ (შემდგომში „პროვაიდერი კომპანია“) და მომხმარებელს შორის წარმოშობილ ურთიერთობას www.ricoonline.ge ვებ-გვერდით მომსახურების/სერვისის შეძენისას.

www.ricoonline.ge ვებ-გვერდი არის შპს „რიკო ფეის“ საკუთრებაში და იმართება ამავე კომპანიის მიერ. ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სავაჭრო ნიშანი ან/და ლოგო, ასევე სხვა სახის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი ეკუთვნის კომპანიას. აკრძალულია მათი ნებართვის გარეშე გამოყენება, ასევე კომპანიის ნებართვის გარეშე აკრძალულია ამ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის, მასალის ან სხვა სახის კონტენტის გამოყენება.

www.ricoonline.ge ვებ-გვერდით სარგებლობისას, თქვენ (მომხმარებელი) ეთანხმებით ვებ-გვერდის წესებს და პირობებს და ვალდებული ხართ დაიცვათ ყველა ის პირობა, რომელიც გაწერილია ამ დოკუმენტში და რომლითაც რეგულირდება თქვენს (მომხმარებლის) მიერ ჩვენი (შპს „რიკო ფეი“) სერვისებით სარგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ვებ-გვერდის წესებს და პირობებს, ვალდებული ხართ დაუყონებლივ შეწყვიტოთ ვებ-გვერდის სერვისებით სარგებლობა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: იმისათვის, რომ ისარგებლოთ www.ricoonline.ge ვებ-გვერდით, აუცილებელია მომხმარებელმა გაიაროს რეგისტრაცია და ვერიფიკაცია შპს მისო „რიკო ექსპრესის“ ნებისმიერ ფილიალში (“facetoface”).

www.ricoonline.ge ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ (მომხმარებელი) ადასტურებთ, რომ:

  1. ხართ სრულწლოვანი და ქმედუნარიანი პირი;
  2. ავტორიზაციის გავლისას წარადგენთ ზუსტ ინფორმაციას ვებ-გვერდით სარგებლობისთვის;
  3. ჩვენ (შპს „რიკო ფეი“) გვაქვს უფლება გადავამოწმოთ და შევინახოთ თქვენი მოწოდებული ინფორმაცია გადახდების ისტორიისთვის;
  4. გადახდისას, თქვენ (მომხმარებელი) ადასტურებთ, რომ იხდით კონრეტული სერვისის საფასურს, რომლის გადახდაც შესაძლებელია განახორციელოთ ნებისმიერი საბანკო ბარათით;

ჩვენ (შპს „რიკო ფეი“) ვერ გავცემთ გარანტიას, რომ ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებებისა და შეცდომების გარეშე სხვადასხვა რიგი მიზეზების გამო (ქსელების, სერვერების, კომპიუტერების ან/და სხვა ტექნოლოგიების გაუმართაობა, სისტემის გადატვირთვა, ფორსმაჟორული სიტუაციები და ა.შ).



თანხის დაბრუნების პოლიტიკა

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ „მომხმარებელი“ www.ricoonline.ge ვებ-გვერდიდან შეარულებს არასწორად/შეცდომით გადახდას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე + 995 32 2 29 92 29 ან საკონტაქტო მეილზე info@ricopay.ge და მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია :

აღნიშნული წერილის საფუძველზე, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას გადახდილი თანხის დაბრუნება/არდაბრუნების შესახებ და გეცნობებათ მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.



დავების განხილვა

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებობს დავის განმხილველი კომისია, რომელიც განიხილავს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მომხმარებელთა საჩივრებს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მომხმარებელს უფლება აქვს, აღნიშნულ კომისიას მიმართოს საჩივრით საგადახდო პროვაიდერის წინააღმდეგ. მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიას მიმართოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა. ეროვნული ბანკის ცხელი ხაზის ნომერია 2 406 406.



კომუნიკაცია

ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ან მისგან გამომდინარე ნემისმიერი კითხვის, კომენტარის, შენიშვნის, თხოვნის ან მოთხოვნის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდით + 995 32 2 29 92 29 ან info@ricopay.ge.